ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებს. ამ ტრენინგების მიზანი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებით სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაა. მიზნის მისაღწევად 2009-2016 წლებში განხორციელდა სხვადასხვა ისტ ტრენინგკურსი საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, ბიბლიოთეკარებისთვის. 2016 წლის ბოლოსთვის საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში მასწავლებელთა და ბიბლიოთეკართა გარკვეული რაოდენობაა მომზადებული, რომლებიც ისტ-ის სასწავლო პროცესში ინტეგრირების უნარ-ჩვევებს ფლობს. 2014 წლიდან პროგრამა ახორციელებს ყოველწლიურ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციას getc.ge
მიზნები და ამოცანები
- მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების გზით.
- სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა
- ქართულენოვანი ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნა და გამოყენების პოპულარიზება ისტ-ის სასწავლო პროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. Ict.tpdc.ge
- სამიზნე ჯგუფი - საჯარო სკოლის მასწავლებლები, ბიბლიოთეკარები