საქართველოს სკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენამ სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად გადააქცია. ფაქტია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის მოსწავლისთვის. ამიტომ სკოლების რეფორმის გზაზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შეკითხვა, როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლება-სწავლის პროცესში ისტ-ის ეფექტურად გამოყენებაში. მით უმეტეს, რომ ისტ-ის ნაყოფიერად გამოყენება ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი.
კურსის მიზანი:
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტებუის შესაბამისად.
მეთოდები:
კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ.
ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
სამიზნე ჯგუფი:
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.
კურსის ხანგრძლივობა: კურსის სრული ხანგრძლივობაა 8 ოთხსაათიანი ტრენინგი. 32 საკონტაქტო საათი.
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: · ტექსტურ რედაქტორში მუშაობა;· ინტერნეტში ძიება;
· ელ-ფოსტის მოხმარება.
ტრენინგ-მოდული:
1-ლი დღე
კურსის მომიხილვა. კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელიშედეგები.
· სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმები და მნიშვნელობა.
· ისტ- კომპეტენციები მასწავლებლებისათვის.
· ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.
· ისტ ის სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნები და ამოცანები. სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები.
· ელექტროული ფოსტა gmail.com
· გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები. გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი.
მე-2 დღე
· გაკვეთილის დაგეგმვა და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადება ტექსტურ რედაქტორში.
D-GP-IP
· ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. საავტორო უფლებები, ეთიკური და საკანონმდებლო ნორმები.
· სასწავლო რესურსის მომზადება ტექსტურ რედაქტორში
მე-3 დღე
· სასწავლო პრეზენტაციის გამოყენება სასწავლო პროცესში.
· პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები.
· D-GP_IP სასწავლო პრეზენტაციის მომზადება
მე-4 დღე
· სასწავლო პრეზენტაციის დემონსტრირება.
· ვირტუალური ლაბორატორია და ელექტრონული თამაშის გამმოყენება სასწავლოპროცესში
· აუდიო- ვიდეო საშუალებებისა და ვებ გვერდების გამოყენება სასწავლო პროცესში
მე-5 დღე
· კლასის მართვა ტექნოლოგიების გამოყენებით.
· ელექტრონული დღიური-ბლოგი.
· სწავლის შეფასება- ელექტრონული რუბრიკა MS
Word; MS Exssel-ში.
მე-6 დღე
· გაკვეთილის შეფასება . რუბრიკების დამზადება
· ისტ-ის გამოყენება, მრავალკომპონენტიანი შეფასებისთვის. ელექტრონული ცხრილების შექმნა.
· ბლოგის მართვა.
მე-7 დღე
· სასწავლო პროექტის მომზადება, დაგეგმვა.
· Googl-ის სერვისები. დისკი
· ბლოგის რედაქტირება
მე-8 დღე
· დისტანციური სწავლება
· Google-ის სერვისები- დისკი , ბლოგი თარჯიმანი.
· ბლოგის, კურსის რესურსების პრეზენტაცია.
· ეთიკური ნორმებისსა და კანონმდებლობის დაცვა ისტ-ის გამოყენებისას
No comments:
Post a Comment